ზიმბაბვეში ციკლონ „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა
ზიმბაბვეში ციკლონ „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა

ზიმბაბვეში ციკლონიდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98- მდე გაიზარდა, 200 კი, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 102 ადამიანი რჩება. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტროპიკული შტორმი „იდაი“ აფრიკის აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. სტიქიამ მოზამბიკი, ზიმბაბვე და მალავი დააზარალა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ქვეყანაში მსხვერპლის რიცხვი 200-ს აჭარბებს.