ზიმბაბვეში ციკლონ „იდაის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98- მდე გაიზარდა, 200 კი, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 102 ადამიანი რჩება. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ტროპიკული შტორმი „იდაი“ აფრიკის აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს. სტიქიამ მოზამბიკი, ზიმბაბვე და მალავი დააზარალა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ქვეყანაში მსხვერპლის რიცხვი 200-ს აჭარბებს.