ზიმბაბვეში ინფლაციამ 175 პროცენტს მიაღწია
ზიმბაბვეში ინფლაციამ 175 პროცენტს მიაღწია

ზიმბაბვეში წლიური ინფლაცია ივნისში 175 პროცენტზე ავიდა, – იუწყება „ფრანს პრესი“ (Agence France-Presse) სტატისტიკის ადგილობრივი სამსახურის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

სამომხმარებლო ფასების ზრდა აფრიკულ ქვეყანაში მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს 2009 წლის შემდეგ, როდესაც ჰიპერინფლაციამ 500 მილიარდ პროცენტს მიაღწია და ქვეყანა იძულებული გახდა, უარი ეთქვა საკუთარ ვალუტაზე.

შეგახსენებთ, 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ თანამდებობა 2017 წელს დატოვა. მედიის ცნობით, ზიმბაბვეს ახალი პრეზიდენტის, ემერსონ მნანგაგვას მმართველობის პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა.

დატოვე კომენტარი