ზიმბაბვეში ინტერნეტი დაბლოკეს
ზიმბაბვეში ინტერნეტი დაბლოკეს

ზიმბაბვეში დემონსტრაციების ფონზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი დაბლოკეს. ინტერნეტზე შეზღუდული წვდომის გამო, აფრიკულ სახელმწიფოში ახლა ბანკებიც შეფერხებით მუშაობს.

ხელისუფლების განკარგულებით, აფრიკულ სახელმწიფოში შეზღუდვებით მუშაობს ფიჭური კავშირგაბმულობის ყველაზე დიდი კომპანიაც.

ადგილობრივი ოპოზიციონერები მთავრობის გადაწყვეტილებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უდიდეს დანაშაულს აფასებენ. ოპოზიციონერების თქმით, ინტერნეტის დაბლოკვა გაცილებით დიდ არეულობას გამოიწვევს.

აფრიკულ სახელმწიფოში დემონსტრაციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მასშტაბური მანიფესტაციების მიზეზი საწვავის ფასების 130 პროცენტიანი გაზრდა იყო. უკანასკნელ დღეებში აქციებზე მომხდარი არეულობების დროს სამი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აქციებზე დაშავებულების დიდ ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობები. არეულობის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ასეული პირი დააკავეს.