ზიმბაბვეში ციკლონ „იდაის“ შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა
ზიმბაბვეში ციკლონ „იდაის“ შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

ზიმბაბვეში ციკლონ „იდაის“ შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა. „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქია ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს.

ტროპიკული შტორმის გამო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ელექტროენერგიის ექსპორტი შეწყდა, რის გამოც აფრიკის ყველაზე ინდუსტრიალიზებული ეკონომიკა დენის გარეშე დარჩა.

ზიმბაბვეში მსგავსი სტიქია 2000 წლის შემდეგ არ მომხდარა. მანამდე ტროპიკული შტორმი მალავისა და მოზამბიკს დაატყდა თავს. წყალდიდობამდე ზიმბაბვეში ძლიერი გვალვა იყო, რამაც ნათესები დააზარალა.

გაერო-ში აცხადებენ, რომ საკვებით დახმარება ზიმბაბვეში ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს დასჭირდება.