სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ციკლონ „იდაის“ 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ციკლონ „იდაის“ 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ციკლონ „იდაის“ 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია მოზამბიკს, ზიმბაბვესა და მალავის დაატყდა თავს. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.

„წითელი ჯვრის“ მონაცემებით, ციკლონმა მოზამბიკის საპორტო ქალაქი ბეირა თითქმის მთლიანად გაანადგურა. ქალაქი, რომელშიც ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია ბეირამდე მისასვლელი ავტომაგისტრალები.

ციკლონი „იდაი“ ბეირას პორტს გასულ კვრას დაატყდა თავს, შემდეგ კი ზიმბაბვესა და მალავისკენ გადაინაცვლა.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით, შტორმმა 1,5 მილიონი ადამიანი დააზარალა.

„წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, მოზამბიკსა და მალავიში სტიქიას სულ მცირე 126 ადამიანი ემსხვერპლა, ზიმბაბვეში კი 89 ადამიანია გარდაცვლილი.