ზიმბაბვეს მმართველი პარტია ქვეყნის არმიის მეთაურს ღალატში ადანაშაულებს
ზიმბაბვეს მმართველი პარტია ქვეყნის არმიის მეთაურს ღალატში სდებს ბრალს.
გენერალი კონსტანტინო ჩივენგა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ქვეყნის ლიდერმა ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან მოხსნა.
გენერალმა განაცხადა, რომ მას არმია მზადყოფნაში ჰყავს, რათა მუგაბეს პარტიაში წმენდას წერტილი დაუსვას.
მმართველი პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერლის სიტყვები ქვეყანაში დესტაბილიზაციისკენ გაკეთებული მოწოდებაა. ისინი სამხედრო მუქარის წინაშე უკან დახევას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკა ყოველთვის იარაღზე მაღლა იდგება.