ზიმბაბვეს ექსპრეზიდენტმა ნებაყოფლობით გადადგომის სანაცვლოდ, ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მიიღო
ზიმბაბვეს ექსპრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ ნებაყოფლობით გადადგომის სანაცვლოდ, ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მიიღო.
გარანტია, რომელიც მას სისხლის სამართლის დევნისგან დაიცავს და ზიმბაბვეში მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
93 წლის რობერტ მუგაბემ გადადგომის შესახებ განცხადებას სამშაბათს მოაწერა ხელი, მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურები დაიწყო.
გასულ კვირას შეიარაღებული ძალები სახელმწიფო ტელევიზიასა და პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ და რობერტ მუგაბე შინაპატიმრობაში განაწესეს. სამხედროები ქმედებაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც 6 ნოემბერს რობერტ მუგაბემ ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ ნგანგაგვა თანამდებობიდან გადააყენა. ამ ნაბიჯით საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტი მის მემკვიდრედ უკვე არა ემერსონის, არამედ მისი მეუღლის 52 წლის გრეის მუგაბეს დატოვებას გეგმავდა.