ზაზა სარალიძის ინფორმაციით, რუსთაველზე დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ
ზაზა სარალიძის ინფორმაციით, რუსთაველზე დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, სახალხო დამცველმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ, სადაც ადვოკატებიც მივლენ.

„ვითხოვ უპირობო გათავისუფლებას. ტუილად დააკავეს ეს ადამიანები. ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რატომ დააკავეს. სასამართლოზე მიჰყავთ ბიჭები და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ”, – განაცხადა სარალიძემ.

ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.