შსს-ში აცხადებენ, რომ ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული

08:05, 11.06.2018

ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული აქციის კიდევ სამი მონაწილე.

ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მსგავსი