ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება დავით ასათიანს გადააბარა
ზაზა ხატიაშვილმა “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის” უფლებამოსილება დავით ასათიანს გადააბარა.
დღეს დავით ასათიანის პირველი სამუშაო დღეა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოიციაზე და მისი თქმით, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
“ჩვენ ახალ ხარისხობრივ ეტაპზე ავიყვანთ ადვოკატთა ასოციაციაციას და მთლიანად ადვოკატთა კორპუსს თავისი განსწავლულობით, ტრენინგებითა და ეთიკური სტანდარტების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ მალე ამ რეფორმების შედეგად, გვექნება ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაში”, -აღნიშნა ასათიანმა.
ზაზა ხატიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა და ადვოკატთა ასოციაციამ მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა.
“ადვოკატთა ასოციაციამ მხარი უფრო ძლიერ განვითარებას დაუჭირა. ძალიან ამაყი ვარ, რომ რვა წლის განმავლობაში ვიყავი ადვოკატთა ასოციაციას თავმჯდომარე. როდესაც გავხდი თავმჯდომარე იყო დაჩაჩანაკებული, ვალებში ჩაფლული და დღეს ვტოვებ შენობაში, რომელიც ჩემი თამჯდომარეობის პერიოდში შევიძინე”, – განაცხადა ხატიაშვილმა.
ზაზა ხატიაშვილი საადვოკატო საქმიანობის გააგრძელებას აპირებს.