ზაზა გაბუნია - სასამართლო რეფორმა სწორ გზაზე დგას და ამაზე უკვე ყველა საუბრობს
ზაზა გაბუნია - სასამართლო რეფორმა სწორ გზაზე დგას და ამაზე უკვე ყველა საუბრობს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საქართველოში ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას ეხმიანება.

ზაზა გაბუნიას თქმით, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.

„დღეს უკვე ყველა საუბრობს იმაზე, რომ სასამართლოს რეფორმა საქართველოში სწორ გზაზე დგას. ამას ადასტურებს ეს განცხადებაც და უაღრესად საყურადღებოა, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დღეს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.