საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტს მიესალმებიან
საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტს მიესალმებიან

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ​სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისაგან, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან.

„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.