ამირან გამყრელიძე - ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხვდებით შემოდგომას, რომ გადავავადოთ ან მსუბუქი გავხადოთ მოსალოდნელი მეოთხე ტალღა
ამირან გამყრელიძე - ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხვდებით შემოდგომას, რომ გადავავადოთ ან მსუბუქი გავხადოთ მოსალოდნელი მეოთხე ტალღა

ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხვდებით შემოდგომას, რათა რაც შეიძლება გადავავადოთ ან მსუბუქი გავხადოთ მოსალოდნელი,  კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მეოთხე ტალღა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისვე თქმით, საკითხზე საუბარი სერიოზულად მიმდინარეობს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყნების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვირუსის გავრცელების მეოთხე ტალღა გაცილებით მსუბუქი იქნება.

„მოგეხსენებათ მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სხვა ტალღებისგან განსხვავებით გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.