ზაზა გაბუნია - ქალაქის ამოცანებთან პოლიტიკის თავსებადობისთვის თბილისის გენგეგმის არსებობა უმნიშვნელოვანესია
ქალაქის ამოცანებთან პოლიტიკის თავსებადობისთვის თბილისის გენგეგმის არსებობა უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ თბილისის გენგეგმის მიღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„თბილისს დღეიდან აქვს განვითარების დოკუმენტი ანუ მიზნების, გეგმების, ამოცანების და რესურსული შესაძლებლობების სისტემურად ფორმულირებული ქალაქის მთავარი დოკუმენტი, რასაც ვულოცავ ქალაქს და თბილისის მერს“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას თქმით, ქალაქის განვითარების მიმდინარე ეტაპის და გრძელვადიან პერიოდის მიზნების მიღწევა შესაძლებელია გენერალური გეგმის არსებობის შემთხვევაში.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც დღეს ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისს მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად მზად არის.