ზაზა გაბუნია - ბიძინა ივანიშვილმა მოურიდებლად და პრინციპულად ისაუბრა პარტიის თავმჯდომარის მისიაზე
ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის, რასაც ვერ იტყოდა სხვა, იყო პრინციპული და სამართლიანი საკუთარ შეფასებაში, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედს“ მისცა.
მისი თქმით, ეს იყო მმართველი პარტიის ლიდერის ინტერვიუ, სადაც მოურიდებლად და პრინციპულად ისაუბრა პარტიის თავმჯდომარის მისიაზე.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის, რასაც ვერ იტყოდა სხვა. ეს იყო მმართველი პარტიის ლიდერის ინტერვიუ, სადაც მოურიდებლად და პრინციპულად ისაუბრა პარტიის თავმჯდომარის მისიაზე. იყო პრინციპული და სამართლიანი საკუთარ შეფასებაში და ჰქონდა ადეკვატური შეგრძნება როგორც აწმყოსი, ისე მომავლის. ცხადია, სხვადასხვა ეტაპზე, როცა საჭიროა ახალი ტაქტიკა პრობლემებთან გასამკლავებლად, შესაძლოა, საჭირო იყოს ახალი გადაწყვეტილებების მიღება პერსონიფიცირებულადაც. ბუნებრივია, გუნდი მხარს დაუჭერს პარტიის თავმჯდომარის მიდგომებს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.