პოლონეთის ექსტრაკლასაში 33-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. გდინიას „არკამ“ სახლში გლივიცეს „პიასტს“ უმასპინძლა და 1:5 განადგურდა.
მასპინძელთა შორის არ ყოფილი ლუკა ზარანდია, რომელიც ცოტა ხნის წინ პოლონეთის თასის ნახევარფინალში დაშავდა.
ფეხბურთელმა პირველ არხთან განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, როდის დაუბრუნდება მოედანს და შეძლებს თუ არა პოლონეთის თასის ფინალში თამაშს.
ნიკა კაჭარავას კელჩეს „კორონა“ კი პოლონური ფეხბურთის ლიდერს, ვარშავის „ლეგიას“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გოლის გატანა მინიმუმ ორჯერ შეეძლო და თავისი შანსებით ვერ ისარგებლა. თუმცა, სტუმრებმა ერთადერთი გოლი კაჭარავას საგოლე გადაცემით გაიტანეს.