კახა ჩხეტიანი - ისეთი ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებიც „ტორპედოს“ გააძლიერებენ #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - ისეთი ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებიც „ტორპედოს“ გააძლიერებენ #1TVSPORT

კახა ჩხეტიანმა თურქულ შეკრებაზე, სეზონისთვის მზადებასა და ახალწვეულებზე ისაუბრა. ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.

„ვფიქრობ, რომ შეკრებამ ნაყოფიერად ჩაიარა, რადგან მოვახერხეთ იმ პოზიციებზე კონკურენცია შეგვექმნა, რომლებიც ყველაზე მეტად გგვაფიქრებდა. დავიმატეთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კონკურენტუნარიანები არიან და თავიანთი გამოცდილებით და საფეხბურთო ოსტატობით ამ ეტაპზე გუნდს გააძლიერებენ. ვფიქრობ, ახალწვეულები ქუთაისის „ტორპედოს“ დასახული მიზნების შესრულებაში დაგვეხმარებიან.

ბოლო ტრანსფერს რაც შეეხება, დავიმატეთ ნიკა კაჭარავა, რომელიც ვიცით, რომ კარგი თავდამსხმელია. უბრალოდ, მას სამხრეთ კორეულ გუნდში სათამაშო პრაქტიკა აკლდა. რა თქმა უნდა, ახლა იმ კონდიციებში არ არის, რომ ჩემპიონატის დასაწყისს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს, მაგრამ ჩვენ გვჯერა მისი პროფესიონალიზმის და პიროვნული თვისებების. ვფიქრობ, ნიკა ძალიან გააძლიერებს ჩვენს გუნდს და დაეხმარება გამარჯვებებსა და გოლების გატანაში“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი.