„ზამთრის თასის“ გამარჯვებულს 15 ათასი ლარი გადაეცემა
„ზამთრის თასის“ გამარჯვებულს 15 ათასი ლარი გადაეცემა

თბილისის ოლიმპიური სასახლე „ზამთრის თასს“ მეორედ უმასპინძლებს. გათამაშება 2018 წლის 12 იანვარს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. მისი მთავარი მიზანი შესვენების პერიოდის გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა. ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის გათამაშებაში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდის ითამაშებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი
“გაგრა”, “ტორპედო”, “რუსთავი”, “თელავი”

ბ ჯგუფი
“დინამო” თბ, “კოლხეთი 1913”, “ვიტ ჯორჯია”, “ნორჩი დინამო”

გ ჯგუფი
“სამტრედია”, “დილა”, “სიონი”, “შევარდენი 1906”

დ ჯგუფი
“საბურთალო”, “ლოკომოტივი”, “მერანი”, “ცხინვალი”

„ზამთრის თასის“ გამარჯვებულს 15 ათასი ლარი გადაეცემა, მეორეადგილოსანს – 10 ათასი, ხოლო მესამეადგილოსანს – 5 ათასი.

ვარსკვლავების ტურნირზე იტალიელ ვეტერანთა ნაკრები გვეწვევა. ასევე, ითამაშებენ საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა და უეფას ნაკრებები. უეფა-ს შემადგენლობაშიც ახლო წარსული რამდენიმე ვარსკვლავიც იქნება – რუმინელი კრისტიან კივუ, სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი და სერბი დეიან სტანკოვიჩი არიან.

„ზამთრის თასს“ ამჯერად 14-წლამდე გუნდებიც გაითამაშებენ – ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები ითამაშებს, თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი (“დინამო“, “საბურთალო“, “ლოკომოტივი“) და სფფ-აკადემიის გუნდი.