ზამთრის თასი 2020-ის ფინალი პირველ არხზე - საქართველომ თურქეთი დაამარცხა (ვიდეო)
ზამთრის თასი 2020-ის ფინალი პირველ არხზე - საქართველომ თურქეთი დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ზამთრის თასის ლეგენდათა ტურნირის ფინალში ითამაშებს.

ტრავმების გამო საქართველოს ნაკრებს ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე ვერ ეხმარებიან. დაძაბული შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიში პენალტით ალეკო ამისუალშვილმა გახსნა. თურქებმა წონასწორობა მალე აღადგინეს და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში ოთარ მარცვალაძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 საქართველოს სასარგებლოდ და ჩვენი გუნდი ფინალში გავიდა.

ზამთრის თასი 2020-ს ლეგენდების ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში უეფას გუნდი დაამარცხა.

ფინალური შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 19:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი შემოგთავაზებთ.