ზაალ უდუმაშვილი - სირცხვილის კორიდორი სხვანაირად იქნა აღქმული, როგორც ვიცი, აჭარაში საუბარი იყო მდუმარე აქციებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ცუდი არაფერია იმაში, თუ ადამიანები საარჩევნო უბნის შორიახლოს მდუმარე აქციას მართავენ.
თუმცა, მისივე თქმით, სირცხვილის დერეფანი აღიქმებოდა ისე, თითქოს, ხალხი აპირებდა საარჩევნო უბნებთან დადგომას, ხმაურს და ა.შ.
„როგორც ვიცი, აჭარაში საუბარი იყო მდუმარე აქციებზე. უბრალოდ, ხალხი უბნის შორიახლოს მდუმარედ რომ დამდგარიყო. სწორი ფორმა არ არის, როცა საარჩევნო უბნებთან კრიმინალები დგანან, თორემ, ადამიანები ჩუმად რომ დგანან, ამაში ცუდს ვერ ვხედავ. სირცხვილის კორიდორი სხვანაირად იქნა აღქმული, არანაირი სირცხვილის კორიდორი არ იგეგმება. შედგება თუ არა, ისიც არ ვიცი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.