ირაკლი კობახიძე - უდუმაშვილმა თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის
ირაკლი კობახიძე - უდუმაშვილმა თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის

ზაალ უდუმაშვილმა თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უდუმაშვილმა აღიარა, რომ პარლამენტში იქნება თუ ტელევიზიაში, ერთნაირად არის ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენელი ნაწილი.

„ისედაც ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ზღვარია წაშლილი ამ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიას შორის. თავადაც თქვა უდუმაშვილმა – ბრძოლის ველზე ვრჩები, არსად მივდივარო. თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის. პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენელი ნაწილი, რაც უდუმაშვილმა აღიარა“, – განაცხადა კობახიძემ.

ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მედიაში ბრუნდება.