ზაალ უდუმაშვილი - ბევრ ლიდერს სურს, ჩაერთოს შიმშილობის აქციაში, მაგრამ ზოგიერთს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ასევე მოსაგვარებელია ლოჯისტიკური თემები
ზაალ უდუმაშვილი - ბევრ ლიდერს სურს, ჩაერთოს შიმშილობის აქციაში, მაგრამ ზოგიერთს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ასევე მოსაგვარებელია ლოჯისტიკური თემები

ბევრ ლიდერს სურს, ჩაერთოს შიმშილობის აქციაში, მაგრამ ზოგიერთს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ასევე მოსაგვარებელია სერიოზული ლოჯისტიკური თემები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„ძალიან ბევრ ლიდერს სურდა და სურს დღემდე, რომ ჩაერთოს შიმშილობის აქციაში, მათ შორის ჩემი სურვილიც იყო, მაგრამ აქ არის ორი მთავარი რამ. ერთი ის, რომ ზოგიერთ ჩვენგანს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს და მეორე – შიმშილობის აქციის გარდა, კიდევ იქნება სხვა აქციები და ბუნებრივია, ყველამ რომ იშიმშილოს, ფიზიკურად ადამიანური რესურსი ვერ გაწვდება ამას.

ამის გარდა, მოსაგვარებელია სერიოზული ლოჯისტიკური თემები. ასეთი ტიპის აქციებს სერიოზული ორგანიზება სჭირდება და ამ ყველაფერში ლიდერებმა გადავინაწილეთ ფუნქციები, ვინ რას ვაკეთებთ“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.