ზაალ უდუმაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი, ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი
ზაალ უდუმაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი, ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი

ერთი ან ორი პარტია თუ გამოვიდა და პარლამენტი ისევ მრავალპარტიული დარჩა, რითიც შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიწყნაროს, ეს არ რის გამოსავალი, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ზაალ უდუმაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, მათმა პარტიამ რომ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი და ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი.

„რაც შეეხება პარლამენტს და მანდატების დატოვების თემას, ძალიან ხშირად არის ხოლმე აქტუალური ეს საკითხი და დღეს კვლავ გააქტიურდა. პირადად ჩემი მოსაზრება ისაა, რომ პარლამენტის დატოვება არის ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას უჭირავს ხელში, თუმცა ეს უნდა იყოს შეთანხმებული მოქმედება; ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვოს დღეს პარლამენტი, არ არის გამოსავალი, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი შეთანხმება შევასრულოთ ოპოზიციასთან, თუმცა ეს უნდა იყოს ოპოზიციის ერთობლივი ნაბიჯი. ჯერ ასე აქტიურად ეს თემა არ განხილულა, თუმცა რამდენიმე პარტიისგან მზაობა ამის შესახებ მოვისმინე. გამოსვლას რა მიზანი აქვს, მარტო ის ხომ არა, რომ პარლამენტი და მანდატი დავტოვოთ. შენ უნდა შექმნა ის პოლიტიკური ვითარება, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს მარტო თავის თავთან; ამას აქვს მნიშვნელობა, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ. ერთი ან ორი პარტია თუ გამოვიდა და პარლამენტი ისევ მრავალპარტიული დარჩა, რითიც შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიწყნაროს, ეს არ რის გამოსავალი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი