ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი წასულა.

ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ 29 მაისს განაცხადა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ის მედიაში ბრუნდება. მოგვიანებით, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტსაც ტოვებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს პარლამენტში ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს. პარტიას პარლამენტში 29 დეპუტატი ეყოლება.