ზაალ უდუმაშვილი - ევროპის ინტერესშია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოში მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატების ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროპის ინტერესშია, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს.
„ევროპელი კოლეგებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ისინი დაინტერესებულნი არიან, საქართველოში მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი. როდესაც ასეთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები ჩამოდიან საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ევროპის ინტერესში შედის კრიზისის დაძლევა. ეს ძალიან მკაფიო სიგნალი იქნება ხელისუფლებისთვის. ახლა სიჯიუტის დრო არ არის. არ არის დრო, რომ შენს ქვეყანას შეეწინააღმდეგო. ახლა არის მოლაპარაკებებისა და შეთანხმების დრო“, – განაცხადა უდუმაშვილმა.