ზაალ უდუმაშვილი - ბრძოლა დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და გატარდება ყველა რეფორმა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც „მიიღებენ ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“.
„ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა სრული გაერთიანებით წინ აღუდგა იმ უკანონობას და უსამართლობას, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ დააწესა ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, მაგრამ წინ კიდევ სერიოზული გამოცდები გველის, რადგან ეს ბრძოლა არ დასრულებულა. ეს ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, როდესაც პოლიტპატიმრები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და როდესაც გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“, – განაცხადა უდუმაშვილმა რიყის პარკში ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.