ზაალ უდუმაშვილი - არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები
ზაალ უდუმაშვილი - არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები

არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას დიდი ხანია პლებისციტის ჩატარების მოთხოვნა აქვს დაყენებული, თუმცა ხელისუფლება მას არ თანხმდება.

„ჩვენ ვიბრძვით, რომ ავაშენოთ სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო. იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არის ჩვეულებრივი ზონდერ დაჯგუფების ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენ შვილებს დასდევს ქუჩაში და ფიზიკურად უსწორდება, წარმოუდგენლად მიგვაჩნია ჩვენ რომ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც არანაირი შეთავაზება აღარ გვაქვს. პლებისციტზე შეთავაზება ჩვენ გავაკეთეთ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მოლაპარაკების რაუნდები იწყებოდა და შევთავაზეთ ხელისუფლებას ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტი, მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე. არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.