„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ვოლთბეი“ გახდა.
ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა. შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორიც. სანჟარ შოკატაევი ნიკოლოზ ჭიაურელმა შეცვალა.
გარიგების სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.