„ყაზტრანსგაზმა“ აპრილში თბილისში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრა
„ყაზტრანსგაზმა“ აპრილში თბილისში 7 281 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აპრილის თვის საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს.

„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, მხოლოდ გასულ თვეში დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 7281 ღია კამერიანი აკრძალული, მკვლელი წყალგამაცხელებელი და გაზგამათბობელი ჩახსნეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ერთხელ უკვე ჩაჭრილი დანადაგრები ბინის მეპატრონეებმა თვითნებურად, კუსტარულად დააერთეს ქსელზე. ამ მხრივ ყველაზე მეტი 1441 ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ყაზტრანსგაზის სპეციალისტებმა სამგორის რაიონში ჩაჭრეს. ჩუღურეთში-895, სანზონაში 888, ისანი-ვაზისუბანში- 884, ნაძალადევში 729 ღია კამერიანი საშიში დანადგარი გათიშეს ქსელიდან, გლდანში 672, კრწანისის რაიონში 451, მთაწმინდის რაიონში 398, საბურთალოს რაიონში 331, ვაკეში – 181, დიდუბეში კი 145 მკვლელი დანადგარი ჩაჭრეს, ნუცუბიძეზე- 131, დიღომში 89, ხოლო აკრძალული ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრი“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზში“.

გასულ თვეში დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა მკვლელი წყალგამაცხელებელი და გაზგამათბობელი ჩახსნეს – სამგორი 1441, ჩუღურეთი 895, სანზონა 888, ისანი-ვაზისუბანი 884, ნაძალადევი 729, გლდანი 672, კრწანისი 451, მთაწმინდა 398, საბურთალო 331, ვაკე 181, დიდუბე 145, ნუცუბიძე 131, დიღომი 89, წყნეთი 46, სულ 7281.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეგახსენებთ, რომ ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების თვითნებური, კუსტარული მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში არის საშიში და აკრძალული. ნუ მოიხმართ ღია კამერიან გაზდანადგარებს. გახსოვდეთ CO კლავს.