დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლების პროცესი დღეს გაიმართება
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლების პროცესი დღეს გაიმართება

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი ყოფილი თანამშრომლის, თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

მოსამართლე დავით კურტანიძე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებს.

ვაზელ მამადიანსა და თორნიკე ტატიშვილს გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევისას რვა ადამიანი დაშავდა.

დატოვე კომენტარი