„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა მარტში თბილისში 2915 ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტებმა 2019 წლის მარტის თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.
„ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ – კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღიაკამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“.
კომპანიის ინფორმაციით, მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (585); ჩუღურეთში (430 ) და სანზონაში (332) ჩაიხსნა.
რაიონების მიხედვით მარტის თვის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
სამგორი – 585
ჩუღურეთი – 430
სანზონა – 332
ისანი – 287
ნაძალადევი – 284
გლდანი – 231
მთაწმინდა – 194
კრწანისი – 165
ვაზისუბანი – 145
ვაკე – 96
დიდუბე – 58
ნუცუბიძე – 49
წყნეთი – 34
დიღომი – 25