ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა
ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა. დაშავებულია ძალოვანი უწყების 317 თანამშრომელი.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართა.
როგორც „დოიჩე ველე“, რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი ვალდებულია, რეაგირება იქონიოს თოყაევის მიმართვაზე.
პარალელურად, შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრანტების მიერ დაკავებული ალმათის აეროპორტის გათავისუფლება შეძლეს.