გაერო - შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით ყაზახეთში მოვლენების განვითარებას
გაერო - შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით ყაზახეთში მოვლენების განვითარებას

გაერო შეშფოთებით აკვირდება ყაზახეთში წარმოქმნილ ვითარებას, – ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ბუნებრივია, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ყაზახეთში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, მოერიდოს ძალადობას და წამოჭრილი საკითხები დიალოგის საშუალებით მოაგვაროს“, – განაცხადა დიუჟარიკმა.