ყაზახეთის შს სამინისტრო აცხადებს, რომ ალმათიში სამთავრობო შენობებზე კონტროლი დაიბრუნა
ყაზახეთის შს სამინისტრო აცხადებს, რომ ალმათიში სამთავრობო შენობებზე კონტროლი დაიბრუნა

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ალმათიში სამთავრობო შენობებზე კონტროლი დაიბრუნა. როგორც ყაზახეთის სახელმწიფო ტელეკომპანია იუწყება, სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს დემონსტრანტების მიერ მანამდე დაკავებული საოლქო ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის რეზიდენციის შენობა. მომიტინგეებისგან გათავისუფლდა ალმათის რევოლუციის მოედანიც.

მედიის ცნობით, საპროტესტო მონაწილეების წინააღმდეგ უკვე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. მათ მასობრივი არეულობის მოწყობაში სდებენ ბრალს.

ყაზახეთის კანონმდებლობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მომიტინგეთა ნაწილს სამუდამო პატიმრობა და მოქალაქეობის ჩამორთმევა ემუქრება.

ასევე მიმდინარეობს წინასასამართლო გამოძიება ტერორიზმის მუხლით.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში 2 იანვარს თხევადი გაზის გაძვირების გამო დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელიც ბევრ ქალაქს მოედო და ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ ჟონართ თოყაევმა მთავრობა გადააყენა, თუმცა აქციები არ შეწყდა. დემონსტრანტებმა ალმათიში და სხვა ქალაქებში სამთავრობო შენობები დაიკავეს. არეულობის გამო ყაზახეთმა ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელების შეყვანა მოითხოვა.