ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა

00:24, 06.01.2022

ყაზახეთში არეულობის შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა. დაშავებულია ძალოვანი უწყების 317 თანამშრომელი.

ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართა.

როგორც „დოიჩე ველე“, რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი ვალდებულია, რეაგირება იქონიოს თოყაევის მიმართვაზე.

პარალელურად, შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრანტების მიერ დაკავებული ალმათის აეროპორტის გათავისუფლება შეძლეს.

მსგავსი