ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს იწყება
ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს იწყება

ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს იწყება.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, ყაზახეთის ტერიტორიიდან ორგანიზაციის მიერ მივლენილი სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევიმა მადლობა გადაუხადა კონტინგენტის სარდლობას და განაცხადა, რომ სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციის თვალსაზრისით. მან სამშვიდობო კონტინგენტის მისიას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ ყაზახეთში მათ ყოფნას ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა ტერორისტების და ბანდიტების მოგერიების საკითხში.

ამასთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის გუბერნატორებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტრანსპორტის აღდგენა, სურსათის მაღაზიების მომარაგება და მცირე და საშუალო ბიზნესის უმოკლეს ვადებში ამუშავების ხელშეწყობა დაავალა.