ყარაჯალაში, თბილისის მაზრის თვითმმართველობაში არჩეული პირველი მუსლიმი ქალის მემორიალი გაიხსნა
გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში თბილისის მაზრის თვითმმართველობაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის მემორიალი გაიხსნა.
ფარი ხანუმ სოფიევა ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო.ასი წლის წინ 1918 წელს, როცა ბევრ ქვეყანაში ქალებს ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ, საქართველოში ის თვითმმართველობის წევრი იყო.
მემორიალის გახსნას დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ესწრებოდნენ. ისინი მემორიალის გახსნის შემდეგ, ყარაჯალის სკოლაში ღონისძიებას დაესწრნენ.