სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებს
სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ყარაჯალის მოსახლეობა საძოვრების კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ სოფლის ძირითადი შემოსავალი მეცხოველეობაა, თუმცა საძოვრების ტერიტორია გასხვისებულია, მათ კი სხვა ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ აღნიშული ტერიტორიის სოფლის საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით ტერიტორია კერძო პირზე გასხვისებული აღმოჩნდა, რის გამოც მათ საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართეს.

სოფლის მცხორვებლების თქმით, აქციის მონაწილე პირებს დღეს მიწის მფლობელი ფიზიკურად გაუსწორდა და დაზიანებები მიაყენა, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიდმინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.