ყარაჯალაში მოკლული 19 წლის რადიმ ყურბანოვის ოჯახი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

21:35, 12.02.2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოკლული 19 წლის რადიმ ყურბანოვის ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც ყურობანოვის ოჯახის წევრები აცხადებენ, რეაგირება არ მოჰყოლია მათ აქციას, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვდნენ.

ყარაჯალაში მცხოვრებ 19 წლის რადიმ ყურბანოვს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი