ყარაჯალაში მცხოვრებმა მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს
ყარაჯალაში მცხოვრებმა მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს.

ადგილობრივები განთიადისას სოფლის ცენტრში მდებარე მეჩეთში შეიკრიბნენ, ლოცვას დაესწრნენ, ერთმანეთს რამაზან ბაირამი მიულოცეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

მუსლიმები დღეს ყველა შეჭირვებულს უმასპინძლებენ და ძღვენს გასცემენ.

შეიხმა ვეისალ ორუჯოვმა მორწმუნეებს ბაირამი მიულოცა.

„ვულოცავ მსოფლიოს ყველა მუსლიმს და საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ამ დღესასწაულს. ვუსურვებ, რომ იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა. მუსლიმანური სარწმუნოება მშვიდობას ქადაგებს, გმობს ომებს და ტერორიზმს“, – განაცხადა შეიხმა.