ვლადიმირ ზელენსკის შტაბში ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოქვეყნდა
ვლადიმირ ზელენსკის შტაბში ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოქვეყნდა

ვლადიმირ ზელენსკის შტაბში ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოქვეყნდა.

შტაბის სპიკერი ალექსანდრ კორნიიენკოს განცხადებით, პარალელური შედეგები 100 პროცენტით არის დათვლილი და ამის მიხედვით, ზელენსკიმ ხმათა 73.41 პროცენტი მოიპოვა, პეტრო პოროშენკომ კი 24.35 %.

ზელენსკის შტაბის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სულ 18 363 142 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრ კორნიიენკოს განცხადებით, დამკვირვებლების მხრიდან დაფიქსირდა ხარვეზები ქვეყნის მასშტაბით, თუმცა უმნიშვნელო, და ეს ხარვეზები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ზელენსკის შტაბში არჩევნებს საბოლოო ჯამში დემოკრატიულად აფასებენ. მისივე თქმით, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ზელენსკი დიდი სხვაობით გაიმარჯვებდა.