ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ნაკრების რეალური პოტენციალი დღეს პირველად ვნახე
ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ნაკრების რეალური პოტენციალი დღეს პირველად ვნახე

საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა.

პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განვლილი მატჩი შეაფასა.

„ცხადია, ასე იოლად ყველა მეტოქეს ვერ მოვუგებთ. თუმცა, დღეს თამაში ბრწყინვალედ ჩავატარეთ, განსაკუთრებით – პირველი ტაიმი. კმაყოფილი ვარ როგორც ხარისხით, ასევე შედეგით. რეალურად, საქართველოს ნაკრების სახე და რეალური პოტენციალი დღეს პირველად ვნახე. ეს იყო იმის შედეგი, რომ გუნდმა მოახერხა კონცენტრირება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

თუკი იგივეს სხვა მატჩებშიც შევძლებთ, ჩვენი გუნდის ბევრს მიაღწევს. ესტონეთთანაც ასევე მობილიზებულებმა უნდა ვითამაშოთ. მეორე ნახევარში გუნდი ასეთივე მოტივირებული აღარ იყო, მაგრამ ეს ფეხბურთია და მსგავსი რამ ხდება – როდესაც პირველ ტაიმს 4:0-ს იგებ, ძნელია მეორე ნახევარშიც იგივე ფეხბურთი აჩვენო. ორი განსხვავებული ტაიმი ამით იყო გამოწვეული“, – ამბობს ვაისი.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანო ანანიძეზეც ილაპარაკა.

„ერთადერთი, რაზეც დღეს გული დამწყდა, ეს ანანიძის ტრავმაა. ჯანო მშვენიერი ადამიანი და უნიჭიერესი ფეხბურთელია. იმედია, მას სერიოზული არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება“, – აღნიშნა ვაისმა.