ვლადიმირ ვაისი - წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავაც იმსახურებდნენ #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავაც იმსახურებდნენ #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისმა, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, კომენტარი გააკეთა ქვეყნის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებზე.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ ყოფილი მწვრთნელის გუნდი, ბრატისლავას „სლოვანი“ ზედიზედ მეხუთედ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი. გუნდის 6 წარმომადგენელი კი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მათ შორის გურამ კაშია.

თუმცა, ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ გამოცემა aktuality-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რჩეულ თერთმეტეულში შეყვანას ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძეც იმსახურებდნენ.

„გული დამწყდა, რომ სიაში არ იყო კანკავა, რომელიც წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას ისევე იმსახურებდა, როგორც ჩაკვეტაძე ან დე მარკო. გასაგებია, ამ გუნდში თერთმეტივე მოთამაშეს „სლოვანიდან“ ვერ დაასახელებდნენ, თუმცა ვთვლი, რომ ისინი იქ ყოფნის ღირსები იყვნენ“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.