ვლადიმირ ვაისი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდი გახდა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს, – ამის შესახებ ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა და „ჯვაროსნების“ ყოფილმა დამრიგებელმა, ვლადიმირ ვაისმა „ჩემპიონატთან” ინტერვიუში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები პლეიოფის საშუალებით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. გუნდი კარგად თამაშობს, ისინი პირველი მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. ვფიქრობ, მეორე მცდელობა წარმატებული იქნება. როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ფინალში გავედით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით.

ახლა მოთამაშეები უფრო გამოცდილები არიან და გუნდს კლასი ეტყობა. დარწმუნებული ვარ, ისინი სასურველ შედეგს მიაღწევენ, ამით ყველა ქართველი ბედნიერი იქნება“, – განაცხადა ვაისმა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში „ჯვაროსნები“ შინ ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში საუკეთესოს ასევე საკუთარ სტადიონზე მიიღებენ.