ბრატისლავის „სლოვანი“ – საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია, ეს წინსვლა ვაისის მწვრთნელობის დროს დაიწყო #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანი“ – საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია, ეს წინსვლა ვაისის მწვრთნელობის დროს დაიწყო #1TVSPORT

ბრატისლავისსლოვანმა“ საქართველოს ნაკრებისა და გუნდის ქართველ მოთამაშეებს, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.

„ყველაზე წარმატებული სლოვაკური კლუბის კიდევ ორ მოთამაშეს შეუძლია ევროპის ჩემპიონატზე თავი გამოიჩინოს – საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია, ამ გუნდის ფეხბურთელები – გურამ კაშია და ჯაბა კანკავა კი „სლოვანში“ თამაშობენ.

ქართველები დიდ საფეხბურთო ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების პროგრესი, რა თქმა უნდა, „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მრავალწლიან მუშაობასაც შეიძლება მივაწეროთ – გუნდი მისი მწვრთნელობის დროსაც ახლოს იყო ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან.

საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა წარმატებას მიაღწიეს და გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. ყველაფერი საბერძნეთთან 26 მარტს გამართულმა მატჩმა გადაწყვიტა, რომლის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ (0:0) დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველებმა გაიმარჯვეს (4:2) და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

გურამ კაშია გუნდის კაპიტანი იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ჯაბა კანკავა კი სათადარიგოთა შორის დარჩა. გუნდის წარმატებაში წვლილი „სლოვანის“ კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემაც შეიტანა“, – წერს „სლოვანის“ ოფიციალური ვებგვერდი.