ვლადიმერ კონსტანტინიდი - ოკუპირებულ რეგიონში ვერტმფრენის შემოფრენა გახდება მსჯელობის საგანი ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ოკუპირებულ რეგიონში ვერტმფრენის შემოფრენა გახდება მსჯელობის საგანი ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე

ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, იმ ინსტრუმენტებით რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსული ვერტმფრენის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ფრენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირდა შემოფრენა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა უკვე განცხადება. რაც შეეხება ჩვენს უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს ყველა ფაქტზე, იცით თქვენ უკვე, რომ ახდენს მკაცრ რეაგირებას და აღნიშნული გახდება ჩვენი მსჯელობის საგანი ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, იმ ინსტრუმენტებით რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.

საჰაერო სივრცე დაირღვა ოკუპირებულ ზოლს მიღმა, ანუ ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.