ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა საჰაერო სივრცეები დახურეს
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა საჰაერო სივრცეები დახურეს

ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცეები დაიხურა, ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

იორდანიამ, ლიბანმა და ერაყმა, რომლებიც მდებარეობენ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების სავარაუდო ფრენის გზაზე, დაკეტეს თავიანთი საჰაერო სივრცე.

ამასთან, საჰაერო სივრცე დაკეტეს ისრაელმა და ირანმაც.

ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს.