ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს
ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს

ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე ამაღამ, 00:30 საათიდან დაიხურება.

ისრაელის აეროპორტის ადმინისტრაცია არ ავრცელებს დეტალებს იმის შესახებ, თუ როდის განახლდება ფრენები და ამბობს, რომ ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესაბამისად მიაწვდიან მოსახლეობას.

აეროპორტის ადმინისტრაცია რეკომენდაციას უწევს მგზავრებს, შეამოწმონ თავიანთი ავიაკომპანიების ფრენები.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა.