დანიაში, სამხედრო ხომალდზე რაკეტის გამშვები დანადგარის გაუმართაობის გამო საჰაერო სივრცის ნაწილობრივი ჩაკეტვა და დიდი ბელტის სრუტეში გემების გადაადგილების შეჩერება გახდა საჭირო
დანიაში, სამხედრო ხომალდზე რაკეტის გამშვები დანადგარის გაუმართაობის გამო საჰაერო სივრცის ნაწილობრივი ჩაკეტვა და დიდი ბელტის სრუტეში გემების გადაადგილების შეჩერება გახდა საჭირო

დანიაში, სამხედრო ხომალდზე რაკეტის გამშვები დანადგარის გაუმართაობის გამო საჰაერო სივრცის ნაწილობრივი ჩაკეტვა და დიდი ბელტის სრუტეში გემების გადაადგილების შეჩერება გახდა საჭირო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, დანიის ეროვნულმა საზღვაო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბელტის სრუტეში არსებობდა რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხე.

მოგვიანებით დანიის შეიარაღებულ ძალებში განმარტეს, რომ ეს დანიის ფლოტის შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ ხომალდზე არსებული რაკეტების გამშვები დანადგარის გაუმართაობასთანაა დაკავშირებული.

„პრობლემა წამოიშვა სავალდებულო შემოწმებისას, რომლის ფარგლებშიც ხდება გამშვები დანადგარის აქტივაცია და მისი დეაქტივაცია შეუძლებელია. აქტივაციის მდგომარეობაში არსებობს საფრთხე, რომ რაკეტა გაისვრის და რამდენიმე კილომეტრს გაიფრენს“, – ნათქვამია დანიის შეარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.